ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევნეციასთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი განცხადებით, თუ მეოთხეული და მეხუთეული გადაცემა დაფიქსირდება, მაშინ უფრო ფართომასშტაბიანი კვლევები დაიწყება, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ადამიანების შესაძლო დაინფიცირების რისკი.
„თუ ქვეყანაში დაფიქსირდება მეოთხეული მეხუთეული გადაცემები და დაიკარგება წყარო თუ საიდან დაემართა ამ ადამიანს კორონავირუსული ინფექცია, ამ შემთხვევაში დადგება დღის წესრიგში, რომ მოხდეს სხვა არაეპიდანამნეზის მქონე ადამიანებშიც კვლევების ჩატარება.
დღესდღეობით დაავადების გავრცელება უკვე მოგვცემს საშუალებას დავგეგმოთ, ვინ არიან რისკ-ჯგუფები და ვინ უნდა გამოვიკვლიოთ. შეიძლება გაფართოვდეს კვლევები და უფრო ფართო მასშტაბიანი კვლევები დაიწყოს“, - განაცხადა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.